Wednesday, September 17, 2014

პროექტის პორთფოლიო

აქ შეგიძლიათ ნახოთ ჩემი პორთფოლიო

პროექტის პორტფოლიო

აქ ნახავთ ჩემი პროექტის პორტფოლიოს

დასკვნითი რეფლექსია

მეორე ჯგუფმა შეასრულა და აითვისა პროგრამით გათვალისწინებული საკითხები, აქედან გამომდინარე დასასრულს მიუახლოვდა პროექტზე მუშაობა.
აქტიური მუშაობის შედეგად დავხვეწეთ პროექტის გეგმა და შევქმენით პრეზენტაციის ფაილები.
გასაკეთებელი დაგვრჩა პორტფოლიოების ინტერნეტში ატვირთვა და რაც მთავარია პრეზენტაცია.
დასრულდა ჩვენი ტრენინგი.
მოვაწყეთ ჩვენს ბლოგზე უკვე ატვირთული პორტფოლიოების პრეზენტაცია.თითოეულმა მონაწილემ წარმოადგინა თავისი პროექტი. პასუხი გასცა ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებს.
ტრენინგის შემდეგ  ჩემი ცოდნის დონე საკმაოდ შეიცვალა. ეს პროექტი ნაყოფიერს გახდის ჩემს პედაგოგიურ საქმიანობას.
ჩემს მიერ ჩატარებული ლექციები უფრო მეტად საინტერესო და სახალისო იქნება.
აღფრთოვანებულები ვართ ჩვენი ტრენერის ბტ. გიორგი ცინცაძის სწავლების უნარით,შრომისმოყვარეობით, თავისი საქმის დიდი სიყვარულით.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ბატონ გიორგის.გული დამწყდა რომ დამთავრდა ტრენინგი .მადლობა 

Monday, September 15, 2014

მერვე დღის რეფლექსია

ჯგუფმა შეასრულა და აითვისა პროგრამით გათვალისწინებული საკითხები.
დავასრულეთ პროექტზე მუშაობა.
დავასრულეთ პრეზენტაციების ფაილების შექმნა.
შევქმენით  სტუდენტის ნაშრომი, პროექტის გეგმის მიხედვით მოვამზადეთ პრეზენტაცია.
საინტერესოდ და ხალისიანად მიმდინარეობდა ტრენინგის პროცესი , განსაკუთრბით მინდა ავღნიშნო ტრენერი ბ-ნ გიორგის საქმიანი და შინაარსიანი რეკომენდაციები ...

Friday, September 12, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

განვიხილეთ ბლუმის ტაქსონომიის ზედა დონის უნარჩვევები და ავირჩიეთ ჩვენი პროექტისათვის საჭირო ზედა დონის უნარჩვევები...
გავაგრძელეთ პროექტზე მუშაობა
ჩამოვტვირთეთ ამ თემებისათვის ყველა საჭირო ფაილი . 
ტრენინგის მეშვიდე დღემ მეტად საინტერესოდ ჩაიარა. წვიმის მიუხედავად ძალიან კარგ განწყობაზე დავდექი
დღეს შეძენილი ცოდნა გამომადგება სტუდენტებთან მუშაობაში

Wednesday, September 10, 2014

მეხუთე-მეექვსე დღის რეფლესია

ჩვენ ვისწავლეთ ნამუშევრის ატვირთვა ინტერნეტში დრაივის საშუალებით,შემდეგ გაზიარება ბლოგით და გამოქვეყნება.რაც პედაგოგისთვის აუცილებელია,დაგვეხმარება ჩვენს პროპესიულ განვითარებაში
შევისწავლეთ google.docs და google-ის სხვა პროგრამები ინტერნეტში სამუშაოდ.
დისკუსიის შედეგად შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვაანძო კითხვები..
გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე.
დავასრულეთ ბუკლეტზე მუშაობა.

ბუკლეტი

აქ შეგიძლიათ იხილოთ ჩემი პროექტის ბუკლეტი